Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK
ambasciata_tbilisi

45 თვის სასწავლო სტიპენდია 2017-2018 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2017 წლის 10 მაისამდე

თარიღი:

29/03/2017


45 თვის სასწავლო სტიპენდია 2017-2018 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა  2017 წლის 10 მაისამდე

გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს.
გაიზარდა, როგორც თვეების ოდენობა, ასევე, საკუთრივ სტიპენდიაც: წელს საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 45 თვის რაოდენობის სტიპენდია და ყოველი მათგანი შეადგენს თვიურად 900 ევროს (რაც საგრძნობლად მეტია 2015 წელს განსაზღვრულ სტიპენდიებთან შედარებით, რომელთა ოდენობა 620 ევროს შეადგენდა).
გაცნობებთ, რომ დაიწყო ონლაინ რეჟიმში განაცხადების წარდგენის პროცედურა.
იტალიურ ენაზე ოფიციალური შეტყობინების სანახავად დააჭირეთ აქ:
ინგლისურ ენაზე ოფიციალური შეტყობინების სანახავად დააჭირეთ აქ:
ყველა საჭირო ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სასწავლო სტიპენდიის მსურველთა გზამკვლევს.
ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის საბოლოო ვერსიის გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 მაისი, შუაღამე (იტალიის დროით) - 2017 წლის 10 მაისის 02.00 საათი (საქართველოს დროით).
განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება რეგისტრაციის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის "Borse on line" სახით, რომელიც ხელმისაწვდომია ზემოთ მითითებულ ვებგვერდზე.
განაცხადის გაგზავნამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ოფიციალური შეტყობინების ტექსტს და იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს ვებ-პორტალს Universitaly, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას იტალიის საუნივერსიტეტო სისტემის შესახებ.
იტალიური უმაღლესი სასწავლებლების ინგლისურენოვანი კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ:
იტალიაში ინგლისურ ენაზე სწავლის მსურველი უცხოელი სტუდენტებისთვის საჭირო ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ:
წარმატებებს გისურვებთ!

universit 01


ადგილი:

Tbilisi

915